ფეხბურთი

21:30 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩმა 200 მილიონზე უარი თქვა და "რეალში" რჩება

ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალში“ დარჩენა გადაწყვიტა და შესაბამისად, საუდის არაბეთიდან მიღებულ სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა.

Sky Sports-ის ცნობით, ხორვატმა ფეხბურთელმა „ალ-ჰილალში“ გადასვლაზე უარი განაცხადა, რომელიც ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს სთავაზობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხორვატი ნახევარმცველი „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

საქმე ისაა, რომ მოდრიჩს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება, ამიტომ, მხარეებს დრო ცოტა აქვთ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ლუკა 2024 წლამდე კონტრაქტს ერთა ლიგის ფინალის შემდეგ გააფორმებს, რომელშიც ხორვატია ესპანეთს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ლუკა მოდრიჩი „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 488 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

0.115945