ფეხბურთი

20:12 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მადლობა მინო, ჩვენ ეს შევძელით!"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა ორი კვირის წინ დაასრულა, ამჯერად კი მინო რაიოლას შესახებ სოციალურ ქსელში მესიჯი გამოაქვეყნა.

რაიოლა ზლატანის იყო, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. იბრამ მას მადლობა გადაუხადა.

„ეს ყველაფერი ოცნებით დაიწყო, ოცნება, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. მალმოში დავიბადე, გავიზარდე ამსტერდამში, ტურინში უფრო დავბრძენდი. ბარსელონაში ლომი გავხდი, მილანში გავიზარდე და პარიზში ახალი პერსპექტივები მივიღე. მანჩესტერში ძალა ვიპოვე და ლოს ანჯელესში ვისიამოვნე. ბოლოს სიმშვიდე ვიპოვე ჩემს ახალ სამშობლოში, მილანში.

მე შენს მიერ ვარ შექმნილი. ვიმედოვნებ, რომ დავტოვებ ჩემს მიერ შექმნილ ყველა ახალ ზლატანს. ყველას, ვისაც ლომის გული აქვს, ყველას, ვისაც თვალებში ანთებული ცეცხლი აქვს. ყველას, ვისაც ნამდვილად ესმის, რომ შეუძლებელი არაფერია.

მადლობა ყველაფრისთვის. მინო, ჩვენ მოვახერხეთ! გასეირნება დასრულდა, ეს იყო საოცარი მოგზაურობა, მენატრები“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

0.116736