ფეხბურთი

19:40 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრის სმოლინგმა "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„რომამ“ კრის სმოლინგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ინგლისელ მცველს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ის 2025 წლის ზაფხულამდე განაახლა.

„რომაში“ დარჩენის გადაწყვეტილება ადვილი მისაღები იყო. აქ გავდივარ ჩემი კარიერის საუკეთესო ფაზას და ამ ულამაზეს ქალაქში ჩემი ოჯახიც ბედნიერია“, - თქვა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ კრის სმოლინგი „რომაში“ 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე 143 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე სამშობლოში „ფულჰემისა“ და „მანჩესტერის“ ღირსებას იცავდა.

0.111497