გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალს „აპოელში“ დარჩენა სურთ. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის პრესსპიკერმა, ნეკტარიოს პეტევინოსმა ადგილობრივ მედიას უთხრა.
ის გამოეხმაურა ფეხბურთელების აგენტის, ლაშა ოდილაძის სიტყვებს, რომლის თქმით, ქვილითაიას შესახებ რამდენიმე კლუბის პრეზიდენტს პირადად ესაუბრა. თუმცა, ეს „აპოელში“ პრობლემად არ მიაჩნიათ:
„აგენტის საქმეა მისი პროქტუქტების გაყიდვა. ფეხბურთელებს სხვა გუნდებთან შეხება არ ჰქონიათ. მათ გვითხრეს, რომ პირადად არავისთან ჰქონიათ კონტაქტი და ორივემ თქვა, რომ გუნდში დარჩენა სურთ“, - აღნიშნა პეტევინოსმა.
გიორგი ქვილითაიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ლაშა დვალმა 29 შეხვედრაში თავი 4 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.