სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:11 | 16.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიეზამ ხელფასის მომატება მოითხოვა, "იუვენტუსი" მის გაყიდვას განიხილავს

ფედერიკო კიეზას „იუვენტუსის“ დატოვების შანსი იზრდება. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა კლუბს კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასის 5 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე გაზრდა მოსთხოვა.

„იუვეს“ ფინანსური კრიზისი აქვს და კიეზასთვის სეზონში 8 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ამიტომ, მიმდინარე ზაფხულში მისი გაყიდვის მცდელობა ექნება. ტურინელები მზად არიან 40 მილიონ ევროდ 25 წლის შემტევი დათმონ. წასვლის შანსი დიდი იმიტომაც არის, რომ კონტრაქტი ძალაში 2025 წლამდე, რომლის განახლება თუ არ მოხდება, ფეხბურთელი კლუბს გაისად გაცილებით ნაკლებ ფასში, ან მერე სულაც უფასოდ დატოვებს, რაც „იუვეს“ გეგმებში არ შედის.

მძიმე ტრავმის შემდეგ კიეზა მოედანზე გასული წლის ბოლოს დაბრუნდა და სეზონი 33 მატჩში 4 გოლით და 6 საგოლე პასით დაასრულა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე შავ-თეთრი მაისურით 94 შეხვედრაში თავი 22 გოლით გამოიჩინა.

ფედერიკო "იუვემდე" ფლორენციის "ფიორენტინაში" თამაშობდა. ფეხბურთელით „ლივერპული“, "ბაიერნი", "მანჩესტერი" და „ნიუკასლი“ ინტერესდებიან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115897