იტალიელმა მომღერალმა და „ნაპოლის“ გულშემატკივარმა ანასტაზიომ განაცხადა, რომ თუ მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხვიჩა კვარაცხელიას ტატუს გაიკეთებს.
„ინსინიეს მადლობელი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ კვარა ხარისხში ნახტომი იყო. X ფაქტორში მუცელზე ნაჩვენები მარადონას ტატუ ყალბი იყო, არ მაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებთ, კვარას პატივსაცემად ნამდვილ ტატუს გავიკეთებ. შეიძლება მისი მაისური დავიხატო, 77 ნომრით და კვარა-მესიას წარწერით“, - თქვა ანასტაზიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.