დღეს სტარტი აიღო ყაზახეთის გრანდ სლემმა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი უმედლოდ დარჩა.
ორივემ 66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა: ლაშა ნადირაძემ კვიპროსის სახელით მოასპარეზე გეორგიოს ბარაჯიშვილი და უზბეკი მარუფჯონ ახმადოვი დაამარცხა, მაგრამ მესამე წრეში აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვთან ვერაფერს გახდა და მედლისთვის ვერ იბრძოლა.
გიორგი თუთაშვულმა კი პირველივე წრეში იტალიელ ფაბიო ბაზილესთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.
ყაზახეთის გრანდ სლემი კიდევ ორი დღე გაგრძელდება და ქართველი ძიუდოისტები კიდევ იასპარეზებენ.