იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არასწორი ტაქტიკა შეარჩია და მისმა გუნდმა მარცხი დაიმსახურა.
„უკეთესად უნდა გვეთამაშა, ეს ცხადია. ეს ჩვენი ფეხბურთი არ იყო. პირველმა ტაიმმა კარგად ჩაიარა, მეორე ტაიმში კი ძალიან უკან დავიხიეთ და თამაში ვეღარ მოვახერხეთ. ალბათ, უფრო მეტი რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაღაც უნდა შემეცვალა. ესპანელი ძლიერი გუნდია, მაშინაც, როცა ფეხბურთელებს ცვლიან. ბარელას და ფრატეზის ერთად თამაში შეუძლია, თუმცა, ვიმეორებ, რომ ტაქტიკასთან დაკავშირებით შეცდომა დავუშვი. ესპანეთი მოგებას იმსახურებდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი ბოლოს გაიტანეს. მეგონა, რომ კიეზა თამაშში მეტ სიღრმეს შემოიტანდა“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში ესპანეთი ხორვატიას, ხოლო მესამე ადგილისთვის იტალია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.