სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

21:21 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ასახსნელი არაფერია, პსჟ-ს უფასოდ დატოვებისთვის ჩემი მიზეზები მაქვს"

კილიან მბაპემ ფრანგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, რატომ არ ახანგრძლივებს კონტრაქტს „პარი სენ ჟერმენთან“ და თან, რატომ არ აპირებს მიმდინარე ზაფხულს კლუბიდან წასვლას.

როგორც მან თქვა, ხალხმა ყველაფერი არ იცის და აქვს მიზეზები, ასე რატომაც იქცევა.

„ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ვარიანტი აქვს: პსჟ-ში დარჩენა მომდევნო სეზონში. არ ვიცოდი, წერილს ვინმეს მოკლა თუ შეეძლო... ეს უბრალოდ წერილია. გულწრფელად არ მეგონა, რომ ვინმეს ვაწყენინებდი. ხალხს შეუძლია ისაუბროს, გამაკრიტიკოს. ვიცი, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. ხალხი ყველა ინფორმაციას არ ფლობს. რატომ ვაპირებ დარჩენას პსჟ-ში კონტრაქტის განახლების გარეშე? ასახსნელი არაფერია, ჩემი მიზეზები მაქვს.

„მაკრონის ზეწოლა? სისულელეა. მაკრონი ჩემს მომავალზე გავლენას არ მოახდეინს. ის იმედოვნებს, რომ პსჟ-ში დავრჩები და მინდა დარჩენა, ამიტომ, ერთ ხაზზე ვართ“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. შესაბამისად, თუ მას არ განაახლებს და მომდევნო სეზონში კლუბში დარჩება, გაისად პსჟ-ს უფასოდ დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120279