ფეხბურთი

14:49 | 15.06.2023 | ნანახია 0 - ჯერ

„არსენალი“ რაისით დაინტერსდა

„არსენალმა“ ვესტ ჰემს“ ნახევარმცველ დეკლან რაისის თაობაზე მიმართა. ადრე, კლუბების წარმომადგენლები არაფორმალურ დონეზე ხვდებოდნენ ერთმანეთს - ეს გახლდათ მოლაპარაკებები „არსენალის“ აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ ლუისსა და მის ვესტჰემელ კოლეგას კარენ ბრედს შორის, პრემიერლიგის აქციონერთა საერთო კრებაზე - გვამცნობს The Athletic.

24 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის“ სამიზნეც არის, რომელიც აქტიურად იკვლევს რაისის შესაძენად საკუთარი შეთავაზების წარდგენის შესაძლებლობას.

ნახევარმცველის „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში. პრემიერლიგის 2022/2023 წლების სეზონში ინგლისელმა 37 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.084583