ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, ერთა ლიგის ნახევარფინალში ხორვატებთან მარცხის შემდეგ (2:4), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
„პირველი ტაიმით კმაყოფილი ვიყავი. შესვენების შემდეგ კი ცუდად დავიწყეთ. ხორვატიის ნახევარდაცვა თამაშს აკონტროლებდა და ამან გაგვირთულა საქმე, განსაკუთრებით პენალტის შემდეგ.
იცით, რომ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. წნეხში ვაქცევდით მათ, როცა შეგვეძლო, მაგრამ ზოგჯერ უყურადღებოდ ვმოქმედებდით. ისინი მეტად აკონტროლებდნენ ბურთს და ეს იყო სხვაობა ჩვენსა და მათ შორის.“ - ციტირებს კუმანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
ერთა ლიგის ფინალში ხორვატიის ნაკრები ესპანეთი-იტალიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.