ფეხბურთი

1:30 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს

ხორვატიის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია და ტიტულის მოგებამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს. ზლატკო დალიჩის გუნდმა ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი ნიდერლანდები როტერდამში დაამარცხა - 4:2. შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა, არადა, ხორვატები ჯერ კიდევ ძირითად დროში იყვნენ ახლოს მოგებასთან.

პირველი ტაიმი დონიელ მალენის გოლით ნიდერლანდებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში ანდრეი კრამარიჩმა და მარიო პაშალიჩმა წინ სტუმრები გაიყვანეს. მსაჯის მიერ კომპენსირებული ბოლო, მე-6 წუთი იწურებოდა, როცა უსახურად მოთამაშე რონალდ კუმანის გუნდმა ანგარიში მაინც გაათანაბრა - ნოელ ლანგის გოლით და დამატებითი დრო დაინიშნა.

ხორვატია მოგებას 90 წუთში იმსახურებდა, რაც დამატებითმა დრომ გამოაჩინა, რადგან მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ჯერ ბრუნო პეტკოვიჩმა გაისროლა შორი მანძილიდან, მერე კი ლუკა მოდრიჩმა პენალტით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ხორვატიის ნაკრები ერთად ლიგის ფინალში, რომელიც ისტორიაში მესამედ გაიმართება, პირველად ითამაშებს. მეორე ფინალისტი 15 ივნისს, იტალიისა და ესპანელის დაპირისპირებაში გაირკვევა.

ნიდერლანდები - ხორვატია 2:4 დ.დ (1:0)

გოლები: 1:0 მალენი (34), 1:1 კრამარიჩი (55, პენ), 1:2 პაშალიჩი (73), 2:2 ლანგი (90), 2:3 პეტკოვიჩი (98), 2:4 მოდრიჩი (116, პენ)

0.138028