ფეხბურთი

0:20 | 15.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო გროსომ "ფროზინონე" დატოვა, რომელიც სერია A-ში გადაიყვანა

ფაბიო გროსომ, რომელმაც „ფროზინონე“ სერია A-ში გადაიყვანა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

45 წლის სპეციალისტი „ფროზინონეს“ 2021 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში გუნდი სერია B-ში პირველ ადგილზე გაიყვანა, რითაც ისტორიაში მესამედ სერია A-ში ითამაშებს.

თუმცა, გროსომ კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. ხუთშაბათს, „ფროზინონეს“ პრეზიდენტი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ამ ამბავს ოფიციალურად დაადასტუროს და შესაძლოა გროსოს შემცვლელიც დაასახელოს.

ფაბიო გროსოს მარსელის „ოლიმპიკს“ უკავშირებენ და ალბათ, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს, თუმცა, ასევე საუბრობენ გენუის „სამპდორიაზეც“. გროსო 2006 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გმირი და ჩემპიონია. სამწვრთნელო კარიერა მან "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი "ბარის", "ბრეშას" და "სიონის" თავკაცი იყო. შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“ „დინამო ბათუმის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი კვერნაძის გადაბირებითაა დაინტერესებული.

0.124824