ფეხბურთი

22:36 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" პრემიერლიგიდან ნიკოლო ბარელაში 60 მილიონს სთავაზობენ

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და კლუბის ხელმძღვანელობა, რომელიც ფინანსური რესურსის ნაკლებობას არ უჩივიან, შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ.

როგორც Telegraph-ი წერს, „კაჭკაჭები“ მზად არიან მილანის „ინტერს“ ნიკოლო ბარელას სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადონ. ჯერჯერობით, იტალიელთა პასუხი უცნობია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ნიშანდობლივია, რომ „ნერაძური“ „სასუოლოს“ ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის გადაბირებას ცდილობს, რომელიც სწორედ ბარელას პოზიციაზე ირჯება.

ნიკოლო ბარელა „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 187 მატჩში 20 გოლი გაიტანა, მანამდე კი „კალიარისა“ და „კომოში“ თამაშობდა. იტალიის ნაკრებში მის აქტივში 43 შეხვედრა და 8 გოლია, ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.117049