ფეხბურთი

22:04 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯეიმს მილნერი "ბრაიტონში" ითამაშებს

ჯეიმს მილნერმა „ლივერპული“ დატოვა და მომდევნო სეზონიდან „ბრაიტონ ალბიონში“ ითამაშებს. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

მილნერს „წითლებთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და „ბრაიტონს“ 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ჯეიმს მილნერი „ლივერპულში“ 2015 წლიდან თამაშობდა და 332 მატჩში 26 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“, „ასტონ ვილას“, „ლიდს იუნაიტედის“, „სუინდონისა“ და „ნიუკასლის“ წევრი იყო.

აქვე გეტყვით, რომ მილნერს პრემიერლიგაში 619-ჯერ აქვს ნათამაშები, რაც მესამე შედეგია. ინგლისელი მხოლოდ გარეთ ბერის (652) და რაიან გიგზს ჩამორჩება (632).

0.115473