ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება დიდად არ აინტერესებს, რადგან მას ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე აქვს - მსოფლიოს ჩემპიონატის თასი.
„ოქროს ბურთს თუ მოვიგებ, კარგი იქნება, თუ არადა, არც ესაა პრობლემა, აღარ მაინტერესებს. ჩემთვის ყველაზე ლამაზი ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონობაა, ყველაზე ლამაზი თასი ეს არის, რომელიც უკვე მაქვს“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ოქროს ბურთი კარიერაში 7-ჯერ აქვს მოგებული, რაც რეკორდია.