ფეხბურთი

16:42 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვიპროსი-საქართველოს მატჩს პორტუგალიელი არბიტრი იმსაჯებს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს, კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებებს შორის პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

მთავარი არბიტრი 40 წლის ფაბიო ვერისიმუ იქნება. მას პედრო ალმეიდა და რუი ტეიშეირა დაეხმარებიან, მე-4 არბიტრის ფუნქციას კი ელდერ მალეირო შეასრულებს.

ფაბიო ვერისიმუს არასდროს უმუშავია საქართველოს ნაკრების თამაშზე. ბოლოს მან „ალ ფეიჰა“ – „ალ იტიჰადის“ მატჩი იმსაჯა, მანამდე კი პორტუგალიის ჩემპიონატში „ფამალიკაიო“ – „პორტუ“ განსაჯა.

კვიპროსისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე ლარნაკაში გაიმართება. სამი დღის შემდეგ კი გლაზგოში, „ჰემპდენ პარკზე“ ვილი სანიოლის გუნდი შოტლანდიას დაუპირისპირდება.

0.135839