ფეხბურთი

13:35 | 14.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ნიკოლო როველას დაიბრუნებს

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველ ნიკოლო როველას „მონცადან“ დაიბრუნებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

როველას მასიმილიანო ალეგრი პირადად ესაუბრა და დაუდასტურა, რომ მომდევნო სეზონში მის გეგმებში შედის. ნიკოლო ტურინში ლეანდრო პარედესს შეცვლის, რომელმაც კლუბი დატოვა.

„იუვემ“ ნიკოლო როველა „ჯენოადან“ შეიძინა და გასული სეზონის სტარტზე ორი მატჩი ითამაშა, შემდეგ კი „მონცაში“ გაანათხორეს, სადაც 30 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

21 წლის ნახევარმცველი ამჟამად იტალიის 21-წლამდე ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

0.121753