მადრიდის „რეალმა“ ჯუდე ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელი ნახევარმცველი მომდევნო სეზონიდან ესპანურ გრანდში ითამაშებს.
ტრანსფერის ღირებულებამ 103 მილიონი ევრო შეადგინა, რაც როგორც „რეალის“, ისე „დორტმუნდის“ ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა. ინგლისელმა ვარსკვლავმა მადრიდელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას "რეალში" 15 ივნისს წარადგენენ.
19 წლის ბელინგემმა კარიერა „ბირმინგემ სიტიში“ დაიწყო, საიდანაც 2020 წელს „დორტმუნდში“ გადავიდა. გერმანულ გუნდში მან სამ სეზონში 132 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველად იქცა.
ჯუდი ინგლისის ნაკრებში 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარში ერთი გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეპეს ეყოს ეხა მართლა 100 კილოა კაცი და პირველი 2 სეზონის მერე არც უტამაშია ისე იღებს ხელფასს
კაი ტიტულები და ფული მოხია და წავიდეს აწი ამერიკაში