„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე არ ულაპარაკია. მან ასევე იტალიურ მედიას უთხრა, რომ „მილანის“ ფანია და „ინტერზე“ კარგად ვერ ისაუბრებს.
„გამარჯვება მინდა. არ მითქვამს, რომ მადრიდის „რეალში“ გაყიდვა ან წასვლა მინდა, მაგრამ მხოლოდ ის ვთქვი, რომ წელს კონტრაქტის განახლების ვარიანტს არ გამოვიყენებ. პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.
მესის წასვლა? ცუდი ამბავია, ახლა ის უნდა შეიცვალოს. ჩემპიონთა ლიგა? „მილანის“ გულშემატკივარი ვარ და რთულია „ინტერზე“ კარგად საუბარი, მაგრამ ფინალი კარგად ითამაშეს“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, რომელსაც თუ არ გაახანგრძლივებს და ამ ზაფხულსაც კლუბს არ დატოვებს, მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.