Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა კარლო ლაუდიზამ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლება გადაწყვეტილია.
საუბარია ხელშეკრულების ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე, რომლის თანახმად, ქართველის ხელფასი სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიაღწევს.
„კვარაცხელიას კონტრაქტის განახლება ეჭვს არ იწვევს. ეს უახლოეს მომავალში მოხდება, ფეხბურთელის გარემოცვისგან დადებითი ნიშნებია. ოსიმენი? მას „ბაიერნი“ მიჰყვება, მაგრამ მსგავსი გარიგების გაკეთება მხოლოდ ინგლისურ კლუბებს შეუძლიათ“, - თქვა ლაუდიზამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. ის იტალიის ჩემპიონი გახდა, ასევე დაასახელეს სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.