„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი 11-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერაში პირველად სერია A-ში ითამაშოს.
იტალიური მედიის ცნობით, „რომას“ ვერატის იჯარით დამატება სურს, გამოსყიდვის უფლებით. იტალიელს პარიზელ ფანებთან ურთიერთობა გაუფუჭდა, მას ხშირად აკრიტიკებენ, რის გამოც შეიძლება ტრანსფერი შედგეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„რომამ“ უკვე დაიმატა „ლიონიდან“ უფასოდ უსემ აუარი, ხოლო „აინტრახტის“ მცველი ევან ნდიკა რომშია და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, მერე კი კონტრაქტს გააფორმებს. გარდა ამისა, რომაელები ჯანლუკა სკამაკას „ვესტ ჰემიდან“ გაფორმებასთანაც ახლოს არიან.
მარკო ვერატი 2008-2012 წლებში „პესკარაში“ თამაშობდა და პსჟ-მ ის პირდაპირ სერია B-დან დაიმატა, ისე, რომ სერია A-ში დებიუტი არასდროს ჰქონია. პარიზულ გუნდში მარკომ 11 სეზონში 416 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.