ფეხბურთი

23:50 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს არ ვაპირებ"

ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ 2026 წლის მუნდიალზე თამაშს არ აპირებს. როგორც მან თქვა, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს მხოლოდ მაყურებლის რანგში დაესწრება, მაგრამ თამაშს არ გეგმავს.

„როგორც ადრე ვთქვი, არა მგონია მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა მივიღო. ამაზე აზრი არ შემიცვლია. მსურს იქ ვიყო მუნდიალის საყურებლად, მაგრამ თამაშს არ ვაპირებ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, 2006, 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში. ის ერთხელ ოქროს, ერთხელაც ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო 2026 წელს 39 წლის იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112449