ფეხბურთი

22:34 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერს" კატარელები 6 მილიარდად შეიძენენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი შანსია სულ მალე კატარელების მფლობელობის ქვეშ გადავიდეს. კატარის ცენტრალური ბანკი ინგლისურ გრანდ გლეიზერების ოჯახისგან შეიძენს.

გლეიზერები „იუნაიტედს“ 6 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეელევიან და მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ამრიგად, „პარი სენ ჟერმენის“ შემდეგ კატარელი მფლობელი „მანჩესტერსაც“ ეყოლება.

გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ ერთი კლუბი ფინანსურად უფრო მოძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერს“ ეს პრობლემა არც არასდროს ჰქონია.

აქვე გეტყვით, რომ გლეიზერების ოჯახმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2005 წელს 300 მილიონად შეიძინა, ახლა კი, როგორც ვთქვით, 6 მილიარდად გაყიდვასთან ძალიან ახლოსაა.

თეგებიმანჩესტერი
0.113512