ფეხბურთი

22:00 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზემ" მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სერია A-დან გავარდნის მიუხედავად „კრემონეზემ“ მთავარ მწვრთნელ დავიდე ბალარდინის ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

59 წლის სპეციალისტი კრემონელებს 2025 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. მომდევნო სეზონში „კრემონეზე“ სერია B-ში ითამაშებს და ბალარდინი ეცდება კლუბი ელიტაში დააბრუნოს. მან ლუკა ლოჩოშვილის გუნდი იანვარში ჩაიბარა და მასიმილიანო ალვინი შეცვალა.

დავიდე ბალარდინის კარიერაში „სამბენედეტეზე“, „კალიარი“, „პესკარა“, „პალერმო“, „ლაციო“, „ჯენოა“, „ბოლონია“ და „კრემონეზე“ გაუწვრთნია. ის „კალიარის“ სამ სხვადასხვა პერიოდში, „პალერმოსაც“ სამჯერ, „ჯენოას“ კი ოთხჯერ ავარჯიშებდა.

ლოჩოშვილის გარდა, ბალარდინი კახა კალაძის და ლევან მჭედლიძის მწვრთნელი იყო, შესაბამისად, „ჯენოასა“ და „პალერმოში“.

0.112279