ფეხბურთი

20:02 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუს საუდის არაბეთში 50-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობენ

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს „ალ-ჰილალიდან“ სარფიანი წინადადება აქვს. როგორც ფრანგული მედია წერს, ბელგიელი პარიზშიც ჩავიდა კლუბის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად.

ლუკაკუ საუდის არაბეთში გადაბარგებას სერიოზულად უყურებს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი მაინც „ინტერში“ დარჩენაა, სადაც გასული სეზონი იჯარით გაატარა. თუმცა, „ნერაძურის“ „ჩელსიდან“ მისი გამოსასყიდი თანხა არ აქვს, ამიტომ, ჯერ უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

30 წლის ფორვარდს საუდელები 2-წლიან კონტრაქტს და ამ პერიოდში 50 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ალ-ჰილალის“ კონკურენტები გაძლიერდნენ, კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ანსრი) და კარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) დაიმატეს, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კლუბი ცდილობს ევროპიდან ცნობილი ფეხბურთელის გადაბირებას.

რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 14 გოლი გაიტანა. ბელგიელი უკეთ სეზონის ბოლოს ათამაშდა, მანამდე კი ტრავმები აწუხებდა და ძირითად შემადგენლობაშიც იშვიათად ხვდებოდა.

0.113856