„პარი სენ ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს შესაძლო წასვლაზე უცხოური მედია აქტიურად წერს, ყველაზე მეტად კი მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.
მბაპემ დაადასტურა, რომ კონტრაქტს, რომელიც 2024 წელს იწურება, არ გაახანგრძლივებს. მან ფრანგულ მედიას უთხრა: „პსჟ-ს მენეჯმენტს ერთი წლის წინ ვუთხარი, რომ კონტრაქტს არ გავაგრძელებ. ეს მათ 2022 წლის 15 ივლისიდან იციან, ამ წერილის მიზანი კი მხოლოდ ის იყო, რომ დამედასტურებინა, რაც შარშან სიტყვიერად ვთქვი“.
თუმცა, მბაპემ ამის შემდეგ უარყო ინფორმაცია, რომ კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ გადავა. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ასეთ ინფორმაციას გამოეხმაურა: „ტყუილია. უკვე ვთქვი, რომ მომდევნო სეზონშიც პსჟ-ში ვითამაშებ, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს და 260 მატჩში 212 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.