ფეხბურთი

18:29 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა მინდა, მაგრამ არა ამ მომენტში"

ლეგენდარულმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი ოცნება საფრანგეთის ნაკრებში მუშაობაა, მაგრამ ამ ეტაპზე შესაფერისი მომენტი არ არის.

„ზოგადად, არ ვემზადები, ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ. „რეალში“ პირველი მუშაობის შემდეგ ბევრი მოვიგეთ, მაგრამ შესვენება მჭირდება. 8 თვის შემდეგ პრეზიდენტმა დამირეკა და მაშინვე დავბრუნდი. შემეძლო მისთვის მეთქვა: გავაკეთე ის, რაც გავაკეთე, რატომ მაბრუნებ? მაგრამ ეს ყველაფერი არ გამითვლია, ინსტინქტურად ვიქცევი.

საფრანგეთის ნაკრები? ხშირად მითქვამს, რომ როცა საფრანგეთის ნაკრებში თამაშობ და შემდეგ სამწვრთნელო კარიერას იწყებ, ლოგიკურია, ამაზე ფიქრი. თუმცა, არა ამ მომენტში. როდესაც „კანში“ ვიყავი, „ბორდოში“ გადასვლა მინდოდა, მერე მსურდა „იუვეში“ თამაში, შემდეგ კი „რეალში“, რადგან თითოეული განსხვავებული და უფრო დიდი გამოწვევა იყო. ამას უბრალოდ ამბიცია არ ჰქვია. ყოველთვის ვიყავი ამბიციური და ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის.

მწვრთნელობისას სეზონის ბოლოს უფრო დაღლილი ხარ, ვიდრე ფეხბურთელი. ამ ორ საქმეს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. მახსოვს, როგორც ფეხბურთელი, ორიენტირებული იყავი საკუთარ თავზე და გუნდურ თამაშზე, უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რომ დავხმარებოდი გუნდს მაქსიმალურად. მწვრთნელი კი არის 23 ბიჭის ხელმძღვანელი და არასდროს ჩერდება. გვარდიოლა? მას ვაკვირდები იმ დროიდან, როდესაც ბაიერნში იყო. ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ, მასთან აზრების გაცვლა ძალიან დამეხმარა“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი „რეალში“ 2016-2018 და 2019-2021 წლებში მუშაობდა, მაგრამ სხვა კლუბი არასდროს გაუწვრთნია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113627