ფეხბურთი

12:50 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიოგო ჟოტა: „ლივერპულმა“ახალი ისტორია უნდა შექმნას“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, დიოგო ჟოტამ, 2022/2023 წლების სეზონში გუნდის შედეგები შეაფასა და ჟურნალისტებს ინგლისური კლუბის მომავალზე აზრი გაუზიარა.

„მოთამაშეებს ყოველთვის მეტი და მეტი სურთ. ვგრძნობ, ისეთ დონეს მივაღწიე, რომელიც საშუალებას მაძლევს უკან გავიხედო და მივხვდე, რომ დიდი გზა გავიარე. უნდა ვიამაყო იმით, სადაც ახლა ვარ.

შემდეგი სეზონისთვის ახალი ისტორია უნდა შევქმნათ. ყოველთვის მოტივირებული ვარ მაქსიმუმის გასაკეთებლად. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ჩვენ ვართ კლუბი, რომელსაც ტიტულისთვის ბრძოლა სჭირდება. მომავალ სეზონში ამის დიდი შესაძლებლობა გვექნება.“ - ციტირებს ჟოტას სიტყვებს Goal.

გასულ კვირას „ლივერპულმა“ „ბრაიტონის“ მოთამაშის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ალექსის მაკ ალისტერის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. 24 წლის ნახევარმცველში მერსისაიდელები 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

„წითლებმა“ გასული სეზონი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

0.136859