„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალთან“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ამ ზაფხულს გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს - წერს PSG Community ტვიტერზე.
წყაროს ცნობით, პსჟ-ის ყატარელმა ხელმძღვანელებმა გასულ კვირას უკვე იცოდნენ მბაპეს გადაწყვეტილების შესახებ, კლუბთან კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა.
პარიზელებს მბაპეს უფასოდ დაკარგვა არ სურთ და ამიტომ უკვე დაუკავშირდნენ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. მადრიდული კლუბი მზადაა ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერზე ფული დახარჯოს. პსჟ კი არ აპირებს მბაპეს 200 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაშვებას.
24 წლის მბაპე გასულ სეზონში პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესეიგი მბაპე აუქციონზე გამოაქვთ, ლოტი ნომერი1 , მბაპე საწყისი თანხა 200 ლიმონი
პრინციპში იმხელა სტავკებზეა ლაპარაკი, მბაპეში 200 მილიონი უკვე აღარავის უკვირს
საინტერესოა პერესი გაიმეტებს თუ არა ამხელა თანხას მბაპეში