ფეხბურთი

11:18 | 13.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის პატივსაცემად, „მონცას“ სტადიონს, შესაძლოა, მისი სახელი დაერქვას

მონცას საკრებულომ საზოგადოებას შესთავაზა ამავე სახელწოდების კლუბის სტადიონს აწგარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონის სახელი დაერქვას.

„ბერლუსკონის სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის მეხსიერებაში, რადგან მისი ხელმძღვანელობით „მონცა“ სერია A-ში გადავიდა და ტურნირის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე დაიბევა ლიგაში ადგილი." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ბერლუსკონი 86 წლის ასაკში მილანის კლინიკაში გარდაიცვალა. ის „მილანს" 1986 წლიდან 2016 წლამდე ფლობდა, 2016 წელს კი საფეხბურთო კლუბის საკონტროლო აქციები ჩინელ ინვესტორებს მიჰყიდა.

2018 წელს სილვიო „მონცას“ მფლობელი გახდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბი სერია A-ში ისტორიაში პირველად აღზევდა, სადაც 2022/2023 წლების სეზონში 52 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა.

0.119029