„ასტონ ვილასა“ და „რეინჯერსის“ ყოფილი დამრიგებელი, სტივენ ჯერარდი, საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს მუშაობას.
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჯერარდი საუდური „ალ-იტიფაკის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
მანამდე ინგლისელი სპეციალისტის მიმართ ბერძნული „ოლიმპიაკოსისა“ და თურქული „ტრაბზონსფორის“ ინტერესის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
„ასტონ ვილადან“ ჯერარდი შარშან ოქტომბერში გაათავისუფლეს. მას შემდეგ ის უმუშევარი გახლდათ.
გასული სეზონი „ალ-იტიფაკმა“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაასრულა.
სტივი ჯი „ასტონ ვილამდე“ შოტლანდიურ „რეინჯერსს“ წვრთნიდა. მანამდე კი „ლივერპულის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.