„პარი სენ ჟერმენი“ შესაძლოა კილიან მბაპემ დატოვოს. ფრანგული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, პსჟ-ს კი მისი უფასოდ დაკარგვა არ უნდა.
Equipe-ს ინფორმაციით, მბაპემ უარი თქვა ხელშეკრულების 2025 წლამდე განახლებაზე, რის შესახებაც კლუბს აცნობა. მოქმედი კონტრაქტი კი ძალაში 2024-წლამდეა. ამიტომ, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ მან კონტრაქტი მინიმუმ ერთი წლით განაახლოს ან არ გამორიცხავს, რომ ამ ზაფხულშივე გაყიდოს, რადგან მისი უფასოდ დაკარგვა კლუბის გეგმებში არ შედის.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ერთი წლის წინაც იგივე სიტუაცია ჰქონდა: კონტრაქტი ეწურებოდა, რომელიც ბოლო მომენტში 2 წლით განაახლა და „რეალში“ არ გადავიდა.
თუმცა, მადრიდის „რეალი“ ფრანგი ვარსკვლავის შეძენით ისევ დაინტერესებულია. შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე 212 გოლით „პარი სენ ჟერმენის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.