ფეხბურთი

19:02 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "ბერლუსკონი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ინტერი" შევიძინე"

„ინტერის“ ყოფილმა მფლობელმა მასიმო მორატიმ სილვიო ბერლუსკონის შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც მან თქვა, ბერლუსკონი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ინტერი“ შეიძინა.

„გულწრფელად, ძალიან ვწუხვარ, ის იყო ადამიანი, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველას ცხოვრებაზე, მან მოახდინა ცვლილებები პოლიტიკური და ინდუსტრიული თვალსაზრისით. ადვილი არ იყო ბერლუსკონის „მილანთან“ შეხვედრა, რადგან მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჰქონდათ.

ბერლუსკონი იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რის გამოც „ინტერის“ პრეზიდენტი გავხდი. „მილანთან“ დაპირისპირება გამოწვევა იყო, რომელიც ძალიან ძლიერდებოდა. ჩემსა და სილვიოს შორის ყოველთვის დიდი პატივისცემა იყო, ეს არის მთავარი“, - თქვა მორატიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107224