ფეხბურთი

16:48 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტივენ ჯერარდმა შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბი ჩაიბაროს

„ლივერპულის“ ლეგენდარული ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი შესაძლოა „ალ-ეტიფაქის“ მწვრთნელად დაინიშნოს.

Reuters-ის ცნობით, 43 წლის სპეციალისტმა შეთავაზება მიიღო და უკვე საუდის არაბეთშია, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ „სტივიჯის“ სამუშაოდ სამშობლოში, „ლიდს იუნაიტედიც“ იწვევს, რომელიც ჩემპიონშიფში გავარდა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი ბოლოს „ასტონ ვილას“ ავარჯიშებდა, მანამდე კი „რეინჯერსის“ თავკაცი იყო, რომელსაც შოტლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.126549