ფეხბურთი

15:40 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტესტ მატჩი განახლებულ შენგელია არენაზე

13 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებულ შენგელია არენაზე საქართველოს ქალთა ლიგის მატჩი გაიმართება ქუთაისის მართვესა და თბილისის ნორჩ დინამოს შორის.

მატჩზე დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების აღება თამაშის დღეს, სტადიონის სალაროებში შეეძლებათ.

მედიის საყურადღებოდ: მატჩე დასწრების მსურველი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს 12 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - media@gff.ge.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096499