მადრიდის „რეალში“ ვინისიუს ჟუნიორმა და როდრიომ სათამაშო ნომრები შეიცვალეს. ვინისიუსი, რომელიც 20 ნომერი იყო, ამიერიდან 7 ნომრით ითამაშებს.
7-ნომრიან მაისურს „სამეფო კლუბში“ დიდი დატვირთვა აქვს, რადგან თავის დროზე ის რაულს და კრიშტიანუ რონალდუს ემოსათ, ბოლოს კი ედენ აზარის კუთვნილებაში იყო.
როდრიგო 21-ნომრიანი მაისურის ნაცვლად 11 ნომრით ითამაშებს.