ფეხბურთი

12:58 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

„მილანის“ ყოფილი მფლობელი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა. ის სან რაფაელეს საავადმყოფოში იყო, სადაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემას ებრძოდა.

სილვიო 86 წლის გახლდათ. სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ბერლუსკონი აქტიურად იყო ჩართული, როგორც პოლიტიკაში, ისე სპორტში. 2018 წლიდან „მონცას“ მფლობელი გახლდათ, რომელიც ისტორიაში პირველად მისი მმართველობის პერიოდში სერია A-ში გადავიდა და იქ ადგილიც შეინარჩუნა.

სილვიო ბერლუსკონის სახელი მაინც „მილანთან“ ასოცირდება, რომელსაც 31 წლის განმავლობაში ფლობდა. ამ პერიოდში „როსონერიმ“ 31 ტიტული მოიგო იტალიურ და საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის 5-ჯერ ჩემპიონთა თასი/ლიგა.

0.119309