ფეხბურთი

11:07 | 12.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "მეშინოდა წარუმატებლობის, მაგრამ მივხვდი, რომ ეგოისტი არ უნდა ვყოფილიყავი"

კლაუდიო რანიერიმ „კალიარი“ სერია B-დან სერია A-ში დააბრუნა. მან „ბარისთან“ დრამატული გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, როდესაც სარდინიელთან შეთავაზება მიიღო, ყოყმანობდა დათანხმებულიყო თუ არა:

„კალიარიში დაბრუნებას სანამ დავთანხმდებოდი, ეჭვი მეპარებოდა, რომ ამ შედეგს მივაღწევდი. აქ დაბრუნების შემთხვევაში ეს რომ ვერ გამეკეთებინა, დიდი მარცხი იქნებოდა. სწორედ „კალიარიმ“ მომცა საშუალება მქონოდა ისეთი კარიერა, როგორიც მქონდა იტალიასა და ევროპაში. ამ გუნდში არიან ბიჭები დიდი გულით. თუმცა, შეთავაზების მიღებაში ეჭვი მეპარებოდა, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა, მათთვის სასურველი შედეგის მიღწევა, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და ჩემს თავს ვუთხარი: „რატომ უნდა ვიყო ეგოისტი?“

ჩვენი ქომაგების მიმართ ჟესტი, რომ შეეწყვიტათ მეტოქის დაცინვა? არ მესმის, რატომ უნდა დასცინო მეტოქეს, როცა შეგიძლია საკუთარ გუნდს უქომაგო. „ბარი“ დიდებული მეტოქე იყო და მათ ხელი უნდა ჩავჭიდოთ“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერიმ „კალიარი“ სერია A-ში მეორედ გადაიყვანა, 33-წლიანი შუალედით - 1990 და 2023 წლებში.

0.117754