ფეხბურთი

22:10 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე შეუერთდა: პირველი ვარჯიში სრული შემადგენლობით

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.

11 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა დინამო თბილისის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი, ჩვენი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება. დღეს გუნდთან ერთად მიმდინარე შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გიორგი მიქაუტაძემ.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.129964