ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის“ წაგებამ „მილანის“ ფანები ძალიან გაახარა, რაც ქალაქ მილანში ნათლად ჩანს, სადაც არაერთი დამცინავი ბანერი გამოფინეს.
2021-2022 წლების სეზონში „მილანი“ იტალიის ჩემპიონი „სასუოლოსთან“ მოგებით გახდა, „ინტერი“ კი მეორე ადგილს დასჯერდა. ეს „ინტერს“ მილანისტებმა შეახსენეს:
„სასუოლოდან სტამბოლამდე კიდევ ერთი სეზონი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ისევ ვიცე-ჩემპიონებად დარჩით“.
იყო ირონიული ბანერიც მალპენზას აეროპორტში: „კეთილი იყოს ევროპის ჩემპიონების დაბრუნება!“
ქალაქში სხვა ბანერებიც გამოფინეს: „თასი არის ის, რაც უნდა ასწიოთ, არა თავი“.
„თავი მაღლა, ყურები დაბლა!“
შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგა მეოთხედ ვერ მოიგო.