ფეხბურთი

19:47 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენისთვის" ვიქტორ ოსიმენი პრიორიტეტია

„პარი სენ ჟერმენს“ ვიქტორ ოსიმენის გადაბირება სურს. იტალიური მედიის ცნობით, მომდევნო რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება, პსჟ კი აქცენტს ნიგერიელის ტრანსფერზე აკეთებს.

პარიზელთათვის ოსიმენი აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს, მაგრამ მანამდე კლუბის მომავალი მწვრთნელის ვინაობა უნდა გაირკვეს. ცნობილია, რომ პსჟ ახლოსაა იულიან ნაგელსმანთან თანამშრომლობის გაფორმებასთან, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა ოსიმენის ტრანსფერია. სწორედ ამის შემდეგ ლუიშ კამპოსი მუშაობას დაიწყებს.

ამ მდროისთვის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ პსჟ მზადაა ფეხბურთელს 10-12 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს. თავის მხრივ, „ნაპოლი“ მინიმუმ 150 მილიონ ევროს ითხოვს, მასთან ნაკლებ ფასში შელევას კი არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი 26 გოლით სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარიდირ გახდა. მას „აძურისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.151033