კალათბურთი

13:00 | 11.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 3×3 კალათბურთის კაცთა ნაკრებმა ბრატისლავაში ასპარეზობა დაასრულა

.ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი და საბერძნეთი გახლდნენ, პლეი ოფში კი 2 საუკეთესო გადიოდა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ილია ლონდარიძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, გიორგი კორსანტია, ლევან გოგიჩაიშვილი იცავენ. პირველი შეხვედრა ქართველებმა ჩეხეთთან 14:21 დათმეს, მეორე მატჩში საბერძნეთთან დაძაბულ ბრძოლაში 17:22 წააგეს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხებათ ქალთა ნაკრებს, ანა ქავთარაძე, კესო ბარბაქაძე, ეკატერინე წივწივაძე და თამარ პაპუაშვილი დღეს ჯგუფის დარჩენილ 2 შეხვედრას ჩაატარებენ თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან. ჩვენმა ნაკრებმა გუშინ 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით – 15:21 დათმო ჩეხეთისა და ლატვიის ნაკრებებთან.

GBF.GE

0.122269