ფეხბურთი

22:24 | 10.06.2023 | ნანახია NaN - ჯერ

გარეთ ბეილი: „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 5:0 მოუგებს“

„ტოტენჰემისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, გარეთ ბეილმა, „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის საბოლოო ანგარიში იწინასწარმეტყველა.

უელსელმა ივარაუდა, რომ „ქალაქელები“ იტალიელებს 5:0 დაამარცხებდნენ.

„ასე ვფიქრობ”, - თქვა ბეილმა და დაფაზე გამოსახული ციფრები აჩვენა ჟურნალიტებს, რომელიც თავად დაწერა.

გარდა ამისა, გარეთი ელის, რომ „სიტის“ ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება.

„საუკეთესო მოთამაშე დე ბრუინი იქნება", - დასძინა ბეილმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, 10 ივნისს გაიმართება სტამბოლში. „მანჩესტერ სიტი“ მილანის „ინტერს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.080258