ფეხბურთი

21:55 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ – „ინტერი“: სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

დღეს, 10 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე, 2022/2023 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც „მანჩესტერ სიტი“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.

თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სასტარტო შემადგენლობები უკვე ცნობილია.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, აკე, დიასი, სტოუნზი, აკანჯი, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, გრილიში, ბერნარდუ სილვა, ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ინტერი: ონანა, ბასტონი, აჩერბი, დარმიანი, დიმარკო, ჩალჰანოღლუ, ბროზოვიჩი, ბარელა, დუმფრისი, ჯეკო, ლაუტარო მარტინესი

მწვრთელი: ფილიპო ინძაგი

მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121257