„მანჩესტერ სიტის" მფლობელი, შეიხ მანსური, 13 წლის განმავლობაში პირველად დაესწრება თავისი გუნდის ოფიციალურ თამაშს - წერს The Athletic.
წყაროს ცნობით, არაბი შეიხი სტამბოლში გაემგზავრა, „სიტისა“ მილანის „ინტერის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საცქერად.
აღსანიშნავია, რომ შეიხი „სიტის“ ოფიციალურ მატჩებზე 13 წელია არ გამოჩენილა. ბოლო თამაში, რომელსაც მანსური პირადად ესტუმრა, 2010 წელს გაიმართა. მაშინ „სიტიმ“ „ლივერპული“ დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, 10 ივნისს გაიმართება სტამბოლში, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება
შეიხ მანსურმა „მანჩესტერ სიტი“ 2008 წელს იყიდა.