ვეტერანმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ლიონელ მესიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ „ბარსელონას“ არ დაელოდა და „ინტერ მაიამი“ აირჩია.
როგორც კუნმა აღნიშნა, „ბარსამ“ მესის დასაბრუნებლად ყველაფერი არ გააკეთა:
„ბარსელონამ“ ლეოს დასაბრუნებლად საკმარისი არ გააკეთა. დიახ, იყო ლა ლიგის და ეკონომიკური ვითარების მიზეზებიც, მაგრამ ლეომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო წამს არ დაელოდა, როგორც 2021 წელს“, - თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა სწორედ „ბარსელონაში“ დაასრულა, როდესაც გულზე წარმოქმნილი პრობლემის გამო ფეხბურთისთვის თავის დანებება მოუწია.