კალათბურთი

17:17 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

თად მაკფადენმა "მურსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა „მურსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ინფორმაცია ესპანური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ამრიგად, 36 წლის კალათბურთელი მომდევნო სეზონსაც ესპანეთის ლიგა ენდესაში გაატარებს. გასულ სეზონში თადი საშუალოდ თამაშში 13.2 ქულას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ მაკფადენს თავის დროზე „აპოელში“, აეკ-ში, „ნანსიში“, პაოკ-ში, „კიმისში“, „კანარიასში“, „ჟუვენტუტსა“ და „ბურგოსში“ აქვს ნათამაშები, ხოლო „მურსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11934