ფეხბურთი

15:07 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის დუბლი და საგოლე პასი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (+VIDEO)

ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავი ფორმაშია და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ამჯერად დუბლი შეასრულა, თან საგოლე პასიც გააკეთა.

K ლიგის მე-18 ტურში „ულსან ჰიუნდაიმ“ „ჯეჯუ იუნაიტედი“ 5:1 გაანადგურა. ანგარიში 32-ე წუთზე ვაკომ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა. 71-ე წუთზე მან საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

30 წლის ქართველ ფეხბურთელს სამხრეთ კორეის მიმდინარე ჩემპიონატში 17 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, მხოლოდ თანაგუნდელ ჯო მინ-კიუს ჩამორჩება (2 გოლით).

„ულსან ჰიუნდაი“ 18 ტურში მოპოვებული 44 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „პოჰანგს“ 14 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 24 ივნისს, „დეგუს“ უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილი მოახლებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არ არის.

0.113371