„დენვერი“ NBA-ს ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. „ნაგეტსმა“ ფინალური სერიის მეოთხე მატჩში „მაიამი ჰიტი“ დაამარცხა და სერიაში უკვე 3:1 დაწინაურდა, რაც ხელჩასაჭიდი უპირატესობაა.
სტუმრებმა გარდამტეხი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 9 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, 108:95 იმარჯვეს. საუკეთესო აარონ გორდონი იყო, რომელმაც 27 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა ამჯერად 23 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
„მაიამის“ ჯიმი ბატლერმა ულიდერა 25 ქულით, 7 მოხსნით და 7 პასით, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ამრიგად, „მაიამი“ რთულ სიტუაციაშია, შეცდომის უფლება საერთოდ აღარ აქვს.
სერიის მეხუთე მატჩი 13 ივნისს, დენვერში გაიმართება და მასპინძლები თუ მოიგებენ, ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია